1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურა ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს

გენერალური პროკურატურა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები