საზოგადოება
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-01-30 23:41:16
ვერძი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს შეიძლება ნერვიული სტრესი, ტავმა ან ინფექციური დაავადება იყოს. ერიდეთ ცეცხლს და სპირტიან სასმელებს.
კურო
თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოიტანს. გონივრული რჩევები, პარტნიორების მხარდაჭერა და საკუთარი გამოცდილება შეცდომებს თავიდან აგაცილებთ.
ტყუპები
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში უამრავ რამეს შეცვლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლექტიურ საქმიანობაში. სხვის მოსაზრებას ნუ დაეყრდნობით - ის მცდარია. ეცადეთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პირადი და ოჯახური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.
კირჩხიბი
მშვიდი, სამუშაო დღეა, რომელიც კომფორტისა და სიმყუდროვის განცდას მოგიტანთ. თქვენ უყვარხართ და მზად არიან, ყველა კაპრიზი შეგისრულონ. გამორიცხული არ არის, რომ პირადი პრობლემების ან ოჯახური საქმეების მოგვარება მოგიწიოთ, რაც სამსახურს და ბიზნესსაქმიანობას მეორე პლანზე გადაიტანს.
ლომი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, ქალებისთვის. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს შეიძლება იყოს ნერვიული სტრესი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ, თუმცა ყველაფერი მალე მოგვარდება.
ქალწული
არახელსაყრელი დღეა, რომელიც ტყუილისა და გაუგებრობის ნიშნით ჩაივლის. გირჩევთ, თავაზიანად მოიშოროთ ადამიანები, რომლებიც თქვენი საქმეების მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს ავლენენ. სავარაუდოდ, სასიამოვნო ინფორმაციას მიიღებთ და ხელსაყრელი საქმის დაწყებას შეძლებთ, რომელიც თქვენმა კონკურენტებმა ხელიდან გაუშვეს.
სასწორი
ცვლილებების დღეა. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს და ინტუიციას დაეყრდნოთ. უფროსთან, კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან მოსალოდნელია ურთიერთობის გაუარესება. სიზმარი მალე აგისრულდებათ.
მორიელი
ამ დღეს წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. სამსახურში გაუგებრობა და წინააღმდეგობა გელით. ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, ნაკლებად სასიამოვნო იყოს, რადგან დიაგნოზი სრული მოულოდნელობა იქნება. ნუ გაუთამამდებით ანტიდეპრესანტების და ტკივილდამაყუჩებელი წამლების მიღებას.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, ეს დღე თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. მოსალოდნელია სამსახურის ან სამსახურეობრივი მდგომარეობის შეცვლა. ერიდეთ ექსპერიმენტებს და სარისკო მოქმედებებს - ერთი გაუფრთხილებელი სიტყვით, შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოთ. კოლექტიური მოქმედებების დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ. არარეალურმა გეგმებმა შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. ინდივიდუალური საქმიანობა კი პირიქით, წარმატებული იქნება.
თხის რქა
ვარსკვლავები გაფრთხილებენ პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელი წარუმატებლობის შესახებ. ეს შესაძლოა, შეცდომა, უზუსტობა ან არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები იყოს. ეცადეთ, თავაზიანად უთხრათ უარი თქვენს საქმეებში ჩარევის მსურველს. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, თუმცა რამდენიმე დღეში მდგომარეობა გამოსწორდება.
მერწყული
გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და სხვის მოსაზრებას ნუ დაეყრდნობით - ის მცდარია. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პირადი და ოჯახური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.
თევზები
ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, რომელიც თავდაჯერებულობას მოგიტანთ. თქვენი მომხიბვლელობა და თითქმის ბავშვური გულწრფელობა ირგვლივმყოფთა კეთილგანწყობას მოგიტანთ. საღამოს შესაძლოა, ტავის ტკივილმა მწყობრიდან გამოგიყვანოთ. ამიტომ უმჯობესია, დაისვენოთ, დაგეგმილი ვიზიტები გადადოთ და არც თავად დაპატიჟოთ სახლში სტუმრები.
კომენტარები