პოლიტიკა
"თვალის ჩაკვრაზე ექსკლუზივი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენგან მინდა სიხარული” - გახარია ჟურნალისტს
2020-01-29 18:15:11
წერილი გნებავთ თუ სიხარული? - ჰკითხა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.რაზეც ასე უპასუხა გახარიამ:
“ჯერ ერთი, ამ კითხვაზე და თვალის ჩაკვრაზეც ექსკლუზივი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენგან მინდა სიხარული”
ჟურნალისტის მინიშნება ამერიკელი კონგრესმენების იმ წერილებს ეხებოდა, რომლებიც მათ საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალს გაუგზავნეს და სადაც მმართველი პარტია და ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს.
“რა კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისუაბროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას”, – თქვა გიორგი გახარიამ
კომენტარები