მსოფლიო
ორ ჩინელ ტურისტს ბათუმში კორონავირუსი არ დაუდგინდა - მინისტრის მოადგილე
2020-01-29 16:11:06
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს დღეს ცხელება არ აღენიშნებოდათ და კორონავირუსის შესაძლო შესაძლო შემთხვევა ფაქტობრივად გამოირიცხა. ორივე მათგან ჩაუტარდათ კვლევები სხვადასხვა ვირუსზე.
ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს ვირუსის სიმპტომები დღეს არა ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ კი მგზავრების იზოლირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
"ჩინელი ტურისტები ბათუმში შემოვიდნენ გუშინ თბილისიდან. სადაც დაბინავდნენ იქ პერსონალისა და ტურისტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ვინაიდან ისინი იყვნენ ჩინეთის იმ პროვინციიდან, რომელიც ვირისის ეპიცენტრთან ახლოსაა, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საღამოს ჩატარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება. ორ მათგანს აღენიშნებოდა ტემპერატურა 37. სხვა რაიმე სიმპტომი არ ჰქონიათ. დღეს დილით ორივეს მდგომარეობა იყო კარგი, რაიმე ჩივილი, მათ შორის ცხელება არ ფიქსირდებოდა. გამოირიცხა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ, შეზღუდვა არ დაწესებულა" - უთხრა მაუწყებელს ნინო ნიჟარაძემ.
რამდენიმე საათის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმში ორ ჩინელ ტურისტს აკვირდებოდნენ
მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო.
კომენტარები