საზოგადოება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-01-29 10:26:34
ვერძი
დღეს სიფრთხილე გმართებთ, შესაძლებელია გამომჟღავნდეს წარსულში წარმატებით დაფარული შეცდომა ან არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ავრცელებდით, რაც შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ რომ დღეს იზრდება კონფლიქტების ალბათობა, რომელთა თავიდან აცილება მოთმინების წყალობით შეგეძლებათ.
კურო
დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ საყიდლებზე სიარულს, დიდია ალბათობა შეიძინოთ საჭირო და ლამაზი ნივთები გარკვეული ფასდაკლებით, აგრეთვე შესაძლებელია გახდეთ აქციის მონაწილე,რომელიც მოგებას მოგიტანთ.
ტყუპები
დღეს თქვენთვის პოზიტიური დღეა, სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი მოვლენები გელით. დღეს მოსალოდნელია ძვირადღირებული საჩუქრის ან დიდი ფულადი თანხის მიღება. კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად.
კირჩხიბი
დღეს მოულოდნელად გეწვევათ ინტერიერის შეცვლის მოთხოვნილება, რაც რა თქმა უნდა ყველას არ მოეწონება, ამიტომ ფრთხილად მიუდექით რადიკალურ ცვლილებებს.
ლომი
დღეს საუკეთესო დღეა დასასვენებლად, შეეცადეთ საღამო სასიამოვნო ატმოსფეროში გაატაროთ. მეგობრებთან ერთად კლუბში, დისკოთეკაზე წადით, ოღონდ სპირტიან სასმელს მოერიდეთ.
ქალწული
დღეს მოგიწევთ ყველა საქმის გადადება, რადგან პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. უმჯობესია მთელი დღე დაუთმოთ საყვარელ ადამიანს,რაც საღამოსთვის დადებით ემოციებს გპირდებათ.
სასწორი
დღეს არ ღირს ურთიერთობების გარკვევა. შეეცადეთ კონფლიქტი დასაწყისშივე ჩააქროთ,თუნდაც ამისთვის სხვისი აზრის გაზიარება დაგჭირდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ამ შემთხვევაში თქვენ თავს აარიდებთ ზედმეტ პრობლემებს და მოგებულიც კი დარჩებით. ვარსვლავები გაფრთხილებენ , რომ დღეს შესაძლებელია ფული დაკარგოთ. ყურადღებით იყავით.
მორიელი
დღეს გირჩევთ უფრო გამბედავი იყოთ, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე საქმეებში. გამოიჩინეთ ცოტაოდენი მოთბინება და სულ მალე მოსალოდნელია დიდი ფულადი მოგება მიიღოთ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. იყავით თამამი, გადამეტებული მორიდება მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ.
მშვილდოსანი
დღეს ყურადღებით მიუდექით დანახარჯებს, შეეცადეთ სანამ რამეს შეიძენთ აწონ-დაწონოთ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იგი თქვენთვის, იქნებ მისი მოძებნა სხვაგან ღირდეს უფრო იაფად. აგრეთვე ყურადღებით იყავით, რომ დაზიანებული, დაბრაკული ნივთი არ შეიძინოთ.
თხის რქა
დღეს წარმატება გელით ნებისმიერ წამოწყებაში, აგრეთვე ტრიუმფით დამთავრდება თქვენს მიერ ადრე დაწყებული საქმეები. ეს დღე დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. დღის ბოლოს შესაძლებელია კონფლიქტი, რომლის თავიდან არიდებასაც შესძლებთ თუ მცირეოდენ მოთბინებას და ტაქტს გამოიჩენთ.
მერწყული
დღეს შესაძლებელია ერთი შეხედვით მომგებიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. მხარდაჭერისთვის ნათესავებსა და მეგობრებს მიმართეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ დღეს სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან.
თევზები
დღევანდელი დღის გატარება მიზანშეწონილია ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. გული ნუ დაგწყდებათ თუ ხმაურიან ღონისძიებაზე მოხვედრას ვერ მოახერხებთ, და მთელი დღის ოჯახთან გატარება მოგიწევთ. ვარსკვლავები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია თუკი საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ.
კომენტარები