მსოფლიო
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა
2020-01-27 23:57:08
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო დაშავებული მისი ბაბუაა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა, რის შემდეგაც ბაბუას და შვილიშვილს დაეჯახა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები