მსოფლიო
ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა
2020-01-27 18:00:19
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მისი და, სოფო შუბლაძე წერს „ფეისბუქზე“.
„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი.... ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ - წერს სოფო შუბლაძე.
თავად ჟურნალისტს დღეს დაბადების დღე აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებითაც სოფო შუბლაძე თავის პოსტში წერს:
„ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“.
კომენტარები