1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ტონი, რომლითაც კონგრესმენები გახარიას მიმართავენ, მიუღებელია" - საქართველოს ელჩი აშშ-ში

ტონი, რომლითაც კონგრესმენები გახარიას მიმართავენ, მიუღებელია - საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით. ბაქრაძე ფიქრობს, რომ კონგრესმენთა ნაწილს, ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, თავიანთი ინტერესები აქვთ. 

"ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის", - განაცხადა ბაქრაძემ იმედის ეთერში. 

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები