მსოფლიო
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-01-27 11:50:17
ვერძი
ნეგატიური დღე გელით. შესაძლოა საკუთარი მისამართით ცილისწამება მოისმინოთ, რაც წინსვლაში ხელს შეგიშლით. არ ღირს ამ დღეს რისკის შემცველი საქმიანობით დაკავება ან ავანტურებში მონაწილეობა. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ასევე დიდია საშიშროება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა.
კურო
თქვენი „ამერიკული მთებზე” ქროლვა ბოლოს და ბოლოს დასასრულს უახლოვდება და უფრო წყნარი ხვალინდელი დილა გაგითენდებათ. იყავით მშვიდი და თავშეკავებული. ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება.
ტყუპები
ამ ნიშნის წარმომადგენლებს საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხების პოზიტიური გადაწყვეტა გელით. შესაძლოა სწრედ დღეს მოახერხოთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის დასრულება. გარკვეული მიზნების მისაღწევად სწორად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და ბრმად ნუ შეეჭიდებით საქმეს. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საკუთარ საბედოსთან შეხვედრის შანსიც გეძლევათ.
კირჩხიბი
ემოციურად ნეიტრალური დღე გელით. მთლიანობაში კმაყოფილი იქნებით დღევანდელი მოვლენებით. გექნებათ სურვილი პოზიტიური შემოქმედებითი საუბრისა, როგორც გუნდში, ასევე ოჯახში. ძალიან გარგებთ საღამოს გასეირნება.
ლომი
ამ დღეს ვერ შეძლებთ რამე ღირებულის გაკეთებას, ნუ გასცემთ დაპირებებს. მათ ვერ შეასრულებთ. თქვენ თავს ცოტა შეუძლოდ იგრძნობთ. არ ღირს ალკოჰოლისა და ყავის მიღება.
ქალწული
დღეს მოგიწევთ სასწრაფოდ გადახედოთ თქვენს ფინანსურ გეგმებს. შესაძლოა თქვენს შესაძლებლობებს გადააჭარბეთ. ფრთხილად იყავით დიდი შენაძენის გაკეთებისას ან კრედიტის აღებისას. კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ ყველაფერი. კარგი იქნება თუ საღამოს სახლში, ოჯახურ წრეში გაატარებთ.
სასწორი
არ ღირს საკუთარი სურვილების დამალვა. სანამ მათ ღიად არ იტყვით და ტვირთისგან არ გათავისუფლდებით, არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად. ასევე ძალიან სიფრთხილე გმართებთ სამსახურშიც და გზაზეც – მოსალოდნელია სხეულის დაზიანებები.
მორიელი
ეს დღე დაძაბული და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე იქნება. შესაძლოა მოულოდნელი სიახლე შეიტყოთ, რაც თქვენი მოქმედებების გააზრებასა და სამსახურში სამომავლო გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მოსალოდნელია კონფლიქტებიც საქმიან პარტნიორებთან. ამასთანავე, დღეს დადებული საქმიანი კონტრაქტი შემოსავლიანი იქნება.
მშვილდოსანი
იზრუნეთ დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ არ გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე საკვებითა და დიდი რაოდენობით მატონიზირებელი სასმელებით. პირად ცხოვრებაში სრულყოფილება გელით.
თხის რქა
თქვენ ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობთ. ნუ იძაბებით ასე. ყველაფერი თავისთავად ხდება. არავინ დაგაღალატებთ. უბრალოდ ასე აეწყო მოვლენები.
მერწყული
დიდ ცვლილებებს არ ელოდეთ. მაგრამ თქვენ მოგეცათ დრო თვის ბოლოს გადამწყვეტი მოქმედებებისათვის მოემზადოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს თუ მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ასევე აკონტროლეთ არტერიული წნევა.
თევზები
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული გატაცება, ასევე სასიყვარულო თავგადასავლები. დღეს ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევისა და გარჯის გარეშე დაძლევთ ნებისმიერ პროფესიულ საქმეს. ბრწინვალე ორგანიზატორული შესაძლებლობები და მონდომება დაგეხმარებათ შემოიკრიბოთ გარშემო თანამოაზრეები. დღის პირველ ნახევარში ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ: მოსალოდნელია ტრავმები და დაზიანებები ან გარშემომყოფებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
კომენტარები