საზოგადოება
დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
2020-01-24 13:33:33
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც, სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს 10 და შუახევის შვიდ სკოლაში.
ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში – ერთი
მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს. როგორც ადგილობრივ მერიაში განაცხადეს, საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
„ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, -აცხადებენ მერიაში.
კომენტარები