საზოგადოება
"ქრისტიანის სტატუსსა და წოდებას ვერავინ წამართმევს. ეს არ არის კანტორა, ან გინდაც რომელიმე კონკრეტული გვარების თუ შიოლაშვილების" - მამა ანდრია სარია
2020-01-22 18:27:03
ქრისტიანის სტატუსსა და წოდებას ვერავინ წამართმევს. ეს არ არის კანტორა, ან გინდაც რომელიმე კონკრეტული გვარების თუ შიოლაშვილების - ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„საპატრიარქომ, როგორც დავაანონსე, შანტაჟისა და ასე ვთქვათ, მუქარების აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე წლებია, ლაპარაკობენ სიმართლეს. სხვათა შორის, მამათმავლების, ნარკომანების ის ლობი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვიხსენებია, რომლებიც მფარველობენ ეკლესიაში ამ ყოფის და ცხოვრების სუბიექტებს, ესენი მფარველობაში ჰყავდათ ეკლესიაში და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს, ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, თითქოს მოცილებულია მათგან. როგორც ვთქვი, ქრისტიანის სტატუსსა და წოდებას ვერავინ წამართმევს. ეს არ არის კანტორა, ან გინდაც რომელიმე კონკრეტული გვარების თუ შიოლაშვილების, ასეც რომ ვთქვათ, ეს არის ქრისტეს ეკლესია და ამ ქრისტეს ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დაშლის. მე მოვითხოვე პატრიარქთან პირადი შეხვედრა. ამის შემდგომ გავმართავ პრესკონფერენციას ღიად და ვისაუბრებ დეტალებზე რამდენიმე დღეში, როდესაც პასუხი მეცოდინება პატრიარქისგან, ვხვდები თუ არა. მის მდივანს ვუთხარი, რომ პატრიარქს გადასცეს ჩემი სურვილი. უარიც კი პასუხი იქნება ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
კომენტარები