საზოგადოება
პატრიარქმა მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტა
2020-01-22 17:14:07
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.
კომენტარები