მსოფლიო
თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
2020-01-22 11:10:51
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თენგიზ სიგუა 1982 წლამდე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში კი, 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე, ის იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად და თანამდებობიდან 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.
კომენტარები