პოლიტიკა
ვოლსკი: "ჯინსებით სამუშაო ადგილზეც ვყოფილვარ და მეტროპოლიტენ ოპერაშიც"
2020-01-22 11:09:40
ჯინსებით სამუშაო ადგილზეც ვყოფილვარ და მეტროპოლიტენ ოპერაშიც - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკის თქმით, ჯინსები თავისუფლების სიმბოლოა, თუმცა პატიმრისთვის, შეიძლება "კარგის ნიშანი არ იყოს".
"რატომღაც დახეული არ მომწონს, მაგრამ, რეალურად, იქ სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი. სახალხო დამცველმა თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებს არ აცვიათ შესაბამისადო და ამანაც უთხრა, ეგრე სახალხო დამცველსაც ჯინსები არ უნდა ეცვას დახეულიო. თვითონ დახეული ჯინსების თემა მართლაც არის თავისუფლების სიმბოლო. მაგრამ, თავისუფლების სიმბოლო მაინცდამაინც პატიმრისთვის, რომელიც ოთხ კედელს შორის არის გამოკეტილი შეიძლება მაინცდამაინც კარგის ნიშანი არ იყოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში.
კომენტარები