მსოფლიო
22 იავნრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-01-22 10:39:45
ვერძი
ამ დღეს ბედი ხელოვან, პედაგოგ და მოსწავლე ვერძებს გაუღიმებს. კარგი პერიოდია საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვისაც. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, რომელიც მოღვაწეობის სფეროს შეცვლას მოითხოვს. მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.
კურო
სიყვარული და ჰარმონია, რომელიც თქვენს სახლში სუფევს, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას.
ტყუპები
შესაძლოა, შემოქმედებითმა აღმაფრენამ ან მოჭარბებულმა ენერგიამ მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გაიძულოთ. ნუ აჩქარდებით, შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, საკუთარი იდეები ლოგიკურად შეაფასოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ. არახელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისთვის. ეცადეთ, დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგები წინასწარ გათვალოთ.
კირჩხიბი
კონფლიქტური სიტუაციების რისკი ძალიან მაღალია. თუ უფროსი რაღაცაში არ გეთანხმებათ, კარს ნუ გაიჯახუნებთ, რადგან ეს თქვენს სამომავლო ურთიერთობებზე ცუდად აისახება. სახლშიც სკანდალია მოსალოდნელი. შესაძლოა, ბრალი იმაში დაგდონ, რაც არ ჩაგიდენიათ. ამ დღეს ურთიერთგაგების სრული დეფიციტია, ამიტომ ეცადეთ, განმარტოვდეთ. ყველაფერი მალე თავისით მოგვარდება.
ლომი
მშვენიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. პიროვნული მომხიბვლელობა დაგეხმარებათ ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების პოვნაში. ნუ ენდობით ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.
ქალწული
პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები გელით. შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებისთვის შესანიშნავი დროა. ემოციებს ნუ აჰყვებით და საკუთარი იდეები ლოგიკით გადაამოწმეთ.
სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შესაძლოა, მოღვაწეობის სფეროს შეცვლა სცადოთ. ეცადეთ, ხორციელ ცდუნებას გაუძლოთ – ეს თქვენს ცხოვრებას ძალიან გაართულებს და უამრავ პრობლემას გაგიჩენთ.
მორიელი
ახალი დღე ახალ იმედებს და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
მშვილდოსანი
პოზიტიური დღეა, განსაკუთრებით, ქალებისთვის. ნებისმიერ საქმეს თავს ადვილად გაართმევთ, თუმცა ეცადეთ, ხისტი და პირდაპირი არ იყოთ. გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს სიმართლეს პირფერობა ურჩევნიათ. მამაკაცებმა შეიძლება სასიხარულო ინფორმაცია ან სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ.
თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარუმატებლობა, დეპრესია და პესიმიზმი. გამორიცხული არ არის, რომ იმედგაცრუებულმა სამსახურის ან, სულაც, მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტოთ. გირჩევთ დაუფიქრებლად არაფერი მოიმოქმედოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ და პოზიციები გაიმტკიცოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი მონდომება სათანადოდ დაფასდება, ხოლო შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ.
თევზები
მთლიანობაში პოზიციური დღეა, თუმცა საღამოს შესაძლოა, იმედგაცრუება იგრძნოთ. ბევრი თევზი ამ დღეს ცხოვრების მთავარი მიზნისა და ჭეშმარიტების ძიებაში გაატარებს. ერიდეთ ეგოისტ და ჯიუტ ადამიანებს, თორემ შესაძლოა, მათი გავლენის ქვეშ მოექცეთ.
კომენტარები