2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“თქვენ ვერ ამოავლებთ ტალახში ლელა კაკულიას სახელს. გეშინოდეთ!”

რუსეთის მთავრობას არაფერი გამოუვა. რუსეთის დრო საქართველოში ამოიწურა. ისინი გავლენ საქართველოდან და ყოველივე აღსრულდება ასი პროცენტით.მალე „სამხრეთ ოსეთი“ შეიცვლება ნამდვილი სახელით „სამაჩაბლოთი“. ვხედავ, ამას ჯერ ისტორიულად დაამტკიცებს საქართველო და მერე მთელ მსოფლიოში გაავრცელებს.

„ყოველივეს თავისი სახელი დაერქმევა. ყველას ნიღაბი აეხდება და სიმართლე იზეიმებს!“ — ამბობს უფალი, ვხედავ.

კოსმოსთან და მის ენერგიებთან მიწიერი ძალები ვერას გახდებიან. ვხედავ, მთელი მსოფლიო იყვირებს, რომ ეს არ არის „სამხრეთ ოსეთი“, რომ არსებობს ერთი ოსეთი — ჩრდილოეთში, დედაქალაქ ორჯონიკიძით. ამიტომ ეს არის ასმაგი დანაშაული რუსებისა და ასევე ოსებისა — ძირძველი ქართული მიწების მითვისება. 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში ავტონომიები აღარასდროს იარსებებს. ვხედავ ერთიან, თავისუფალ საქართველოს.

ვხედავ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები არასდროს დათბება. დასავლეთი გამალებული ეძებს გზებს, რომლებიც „დიდ რუსეთზე“ დამოკიდებულების პრობლემებს გადაუწყვეტს. დასავლეთს, ვხედავ, კოსმოსი გაუხსნის ყველა გზას და ისინი არ იქნებიან ენერგორესურსების გამო უშუალოდ რუსეთზე დამოკიდებულები. მოკლედ, რუსეთმა მთელი მსოფლიო გადაიკიდა და ძველ ურთიერთობებს ვეღარ აღადგენს. მათ არავინ დაუჯერებს (თუმცა, არც არასდროს უჯერებდნენ).

ვხედავ დასავლელ სამშვიდობოებს, რომლებიც აფხაზეთშიც შევლენ და სამაჩაბლოშიც, მიუხედავად რუსეთის დიდი ავანტიურებისა და მცდელობებისა. დიახ, ისინი მთელ საქართველოში იქნებიან.

რუსეთის მთავრობის განცხადებები, მკაცრი გაფრთხილებები საპნის ბუშტებივით სკდება. იმას, რისიც ქართველ ხალხს ეშინია, რომ რუსეთი ისევ შემოიჭრება, დაგვბომბავს და ა.შ. მე არ ვხედავ. რუსეთმა დიდი შეცდომები დაუშვა — გამოუსწორებელი შეცდომები და პასუხსაც აგებს!ვიმეორებ ასჯერ დანახულს: ვხედავ, რომ ჩრდილოეთი იწვის, რუსის ჯარი გარბის საკუთარი მიწის დასაცავად. ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მოსკოვი. დაიმახსოვრეთ: დღე არ გავა, რომ მუსლიმებმა ტერაქტი არ მოუწყონ.მინდა აღვნიშნო, რომ რუსი ანალიტიკოსები ძალიან სუსტები არიან. ეს უკვე კარგად გამოჩნდა და მომავალში კიდევ უფრო გამოჩნდება. კრემლის პოლიტიკური ანალიზები ნულის ტოლი. ამას თვითონაც ხვდებიან და იწყებენ დიდ ცვლილებებს. მაინც არაფერი გამოუვათ. რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით იმარჯვებდა ყოველთვის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არარუსი ეროვნების მეთაური და მთავრობა ჰყავდათ.ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. სულაც არ მაინტერესებს, რუსებს ვუყვარვართ თუ არა, მოსწონთ თუ არა საქართველო.

ჩემო საყვარელო საქართველოვ, უფალს უყვარხარ და ვხედავ, გადარჩები კოსმიური ძალების მეშვეობით!

საქართველო უდიდეს სიმდიდრეებს ფლობს, ისეთს, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით.ყოველივე მალე დასრულდება, ბოროტება განიდევნება ქართული მიწიდან. რუსეთი საქართველოს ვერ დაშლის — ვერ მოგვერევა! რაც უნდა მოიმოქმედონ რუსებმა, ვიმეორებ, მათ იმხელა პრობლემა ექმნებათ, რომ ანალიტიკოსებიც ვერ წარმოიდგენენ.დიახ, ვხედავ, რომ საქართველოს ძლიერი ჯარი ეყოლება და ეს საჭიროა, რათა თავი დავიცვათ რუსი ოკუპანტებისგან. ისინი ოსმალებზე, მონღოლებსა და სხვა ისტორიულ მტერბზე უფრო საშიშნი არიან. ამ ყოველივეს დრო კიდევ უფრო გამოაჩენს და ასე იფიქრებს მთელი საქართველო. ურთიერთობები დათბება თუ არა, ამას მნიშვნელობა არც აქვს. ვხედავ, მომავალში საქართველო რუსეთს არ ენდობა, უფრო ფრთხილები ვხდებით და ვეთამაშებით იმგვარ პოლიტიკას, როგორსაც იგი იმსახურებს. რუსეთს არც წარსულში ვენდობოდით და მით უმეტეს მომავალში, იგი საქართველოს #1 მტრად მოიაზრება!მსოფლიოს მიაჩნია, რომ ნატო უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძლიერი, რათა დაიცვას წევრი ქვეყნები. ვხედავ, ხვდება დასავლეთი, რომ მსოფლიოსთვის, მათ შორის, დასავლეთისთვის, ყველაზე საშიში მტერი — ეს რუსეთია.ვხედავ, რუსეთი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობები დააწყოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. რუსული ამბიციებისა და უტვინობის გამო, დასავლეთსა და რუსეთს შორის კაი ხნით გადაიდება ურთიერთობების დათბობა. ეს ყოველივე კი საქართველოს მხარს უმყარებს. ნახოს დასავლეთმა, თუ ვინ არიან რუსები, რომ მათი ნდობა არ შეიძლება და რა არის სიმართლე. რუსეთმა კი არ დაივიწყა, არამედ არ იცის, რომ ისინი არიან აგრესორი ფაშისტები და ვხედავ, დასავლეთი ამას მწარედ იწვნევს.ამერიკა საკუთარ გეგმებს განახორციელებს, რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებს. ვხედავ, რუსული სამხედრო გემი, ასე ვთქვათ, გაქრება. რუსები განგაშს ატეხენ, რომ ეს ამერიკელების ბრალია. ამერიკა კი პასუხობს, რა უნდა რუსულ გემებს ამირიკის წყლებშიო? ვხედავ, რუსეთი თავს ვერ გაიმართლებს.რუსეთის მოკავშირეებსაც ამერიკა მოამწყვდევს იზოლაციაში, თუმცა ისინი ვერ ბედავენ და არც სურთ, ვხედავ, დაიჭირონ რუსეთის მხარე. რუსეთი აზიის ქვეყნებს არ სჭირდებათ, იმიტომ რომ არ ენდობიან და მაგალითად საქართველო მოჰყავთ. ასეა, რუსეთმა საკუთარი ხელით დაისამარა თავი. ვხედავ, შედეგებს ნელ-ნელა, მაგრამ მწარედ იმკის. ვხედავ, კრემლის წინ უდიდესი მიტინგს. ხალხი ყვირის, რომ პრეზიდენტი გადაგეს.რუსეთს ენერგორესურსები არ შველის. მათი ფასები კატასტროფაა , ნულს გაუტოლდება. ამაში ამერიკის ხელიც ურევია და ასევე დასავლეთის რამდენიმე წამყვანი, ძლიერი ქვეყნისაც. რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ. რუსეთის მთავრობას ძლიერი ისტერია სჭირს, ვხედავ.რაც შეეხება რუსეთის არმიას, ვხედავ, ის ნატოს შეიარაღებულ ძალებს ვერასდროს გაასწრებს. საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ლოზუნგი: „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!“ მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ვხედავდი, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ გაუსწრებდა ამერიკას. დღესაც იგივე მდგომარეობაა და მალე ამ ლოზუნგს ისევ გამოფენს მოსკოვი.2008 წელი, 20 სექტემბერირუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო შევა ნატოში. უბრალოდ, ამას ვერ ეგუებიან და არ უნდათ, დაიჯერონ მწარე რეალობა. ძალიან სულელურ, არაპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ. ამით რუსეთი უდიდეს, უზომოდ დიდ დარტყმას მიაყენებს საკუთარ თავს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება.„ესენგეში“ შემავალი რესპუბლიკები ჯერ ჩუმად გამოთქვამენ უკმაყოფილებას რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მერე კი, ვხედავ, რომ ხმამაღლა იტყვიან უარყოფით აზრს. ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება კრემლისთვის; ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ „ესენგე“ იშლება.ის იმედები, რაც რუსეთს ჰქონდა, ვხედავ, გაუცრუვდება. მათი გათვლები არასწორია. კიდევ ვიმეორებ: რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ შეიერთებს!ვხედავ, თბილისი ცენტრია კავკასიელ ხალხთა შეკრებებისა. ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ თბილისში შეიქმნებოდა კავკასიის ხალხთა ცენტრი. ვხედავ, დიდი მუშაობა წავა ამ მიმართულებით. იმართება დიდი შეხვედრები, მოლაპარაკებები და რუსეთი, თვალდახელშუა, მიიღებს უზარმაზარ კავკასიურ ორგანიზაციას, მოძრაობას, რაც ვერ წარმოუდგენია.ვხედავ, კავკასიელებს არ ეშინიათ რუსეთისა. კავკასია ერთიანდება მოთხოვნით, დაარსდეს ერთიანი კავკასიური რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქიც იქნება თბილისი. ეს არის უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის და ამ პროცესებს იგი ვერ შეაჩერებს. რუსეთს ისინიც უღალატებენ, ვისზეც ფიქრობდა, მხარს დამიჭერენო.კავკასია მთლიანად გადმოანთხევს და დაანახებს ყველას უდიდეს სიძულილს რუსების მიმართ. ვხედავ, წავა დიდი ბრძოლები. ჩრდილოეთი იბრძვის! ამას ოცი წელია ვხედავ და ისინი რუსეთს უდიდეს დარტყმას მიაყენებენ.ამავე დროს ვხედავ, რომ შუა აზიის მუსლიმებიც იწყებენ გაერთიანებასა და ასევე „ესენგედან“ გასვლას. ამერიკის გეგმა „კავკასია და შუა აზია“ მათი ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება, ვხედავ, ასი პროცენტით.რუსეთმა რაც დათესა, იმას იმკის. შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული ფლოტი, ვხედავ, ვერ განლაგდება. ყველაფერი დროებითია. ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე შავ ზღვაზე ქართული ფლოტის არსებობა და წყალქვეშა ნავიც. რუსული ხომალდები იქ დროებით ვიხილე, თორემ არავითარი ფლოტი არ დამინახავს. წინასწარმეტყველება კი ყოველთვის სრულდება. ვერაფერი და ვერავინ ვერ გაექცევა მას.ვხედავ, როგორ იძირება „დიდი რუსეთი“. იწყება დიდი შიდაპოლიტიკური არეულობები. პრეზიდენტმა და პრემიერმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე. დიდი გამოსვლები იწყება, ვხედავ, და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. არავის აღარ ეშინია, ყველა თავის აზრს გამოთქვამს. წითელ მოედანზე, ვხედავ, უამრავი ხალხი იკრიბება და ყვირის: „ძირს პრეზიდენტი!“ ეს ძალზე სერიოზულია, ვხედავ. რუსეთის სახელმწიფო, ანუ ხელისუფლება ძალას კარგავს. ვხედავ, საკუთარი ბოროტება მათვე აღრჩობთ. მთელი რუსეთი ხვდება და ხედავს, რომ პრეზიდენტი უნდა მოაშორონ და ვხედავ, მოაშორებენ კიდეც. რუსეთის გერბი — ორთავიანი არწივი, შუაზე იხლიჩება, იმსხვრევა.ვხედავ, უკრაინაში მდგომარეობა რთულდება, მაგრამ რაც ამ სახელმწიფოზე ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ზუსტად ასრულდება. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ვხედავ, იულია ტიმოშენკო ყოველთვის იყო და ახლაც არის კრემლის აგენტი. ამის დანახვა შეიძლებოდა, ფაქტები ყოველთვის იყო და ახლაც არის. თუმცა ეს ქალი მალე გაქრება უკრაინის პოლიტიკიდან. ხალხი მას, უბრალოდ, არ აჰყვება, ხალხი ტიმოშენკოს უარყოფს. იგი წააგებს.მე საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდა. მართალია, იგი ვერ იჯერებს და კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ პოლიტიკას დიდი კრახით დაამთავრებს.მომავალში, ვხედავ, მთავრობის ბევრი წარმომადგენელი და პოლიტიკოსი დატოვებს პარლამენტსა და თანამდებობებს. ბევრი გაქრება, რჩება ის, ვინც ღირსია. ეს ცვლილებები უდიდესი შვებაა ჩემი საქართველოსა და ქართველებისთვის. ეს არის ერის გადარჩენა, იმიტომ, რომ მოდიან საქმის მართლა მცოდნე პოლიტიკოსი მეცნიერები, მეცნიერი მინისტრები და „გიორგი ბრწყინვალე“.სიკეთე და სიმართლე კოსმოსში არ იფანტება, არ იმალება. იგი ასჯერ მეტი სიძლიერით ბრუნდება დედამიწაზე. ასევეა ბოროტების შემთხვევაშიც. ამიტომაა, რომ რუსეთმა ის, რაც ჩემი ერისთვის, საქართველოსთვის მოინდომა — მიწის პირიდან აღგვა და განადგურება — საკუთარ სახლში, შუაგულ რუსეთში აუფეთქდება, ანუ უკან დაუბრუნდება.

იცოდეთ, რომ საქართველოს, ჩემს პატარა ქვეყანას ვერავინ მოერევა. ეს დაცვა კოსმოსიდან მოდის და შეუძლებელია მისი გარღვევა. სანამ იარსებებს დედამიწა, იარსებებს ჩემი საქართველოც. ამას ვიმეორებ ყოველთვის.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...