1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიბილოვი: საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება უკანონო საგუშაგოს მოხსნა

საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება უკანონო საგუშაგოს მოხსნა - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის.

„და თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები