მსოფლიო
მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა
2020-01-17 16:30:27
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა. გადაწყვეტილებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 2 იყო.
რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის კენჭისყრის პროცესს თავად პარტიის წევრები არ ესწრებოდნენ.
ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად საპარლამენტო ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა რაც ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა
კომენტარები