საზოგადოება
“რატომ არ ყვირიან ახლა ნაძვის ხე ვჭამოთო? სააკაშვილს კარგად დასდევდნენ სუშის რატომ ჭამსო”
2020-01-17 10:39:18
“რატომ არ ყვირიან ახლა ნაძვის ხე ვჭამოთო? სააკაშვილს კარგად დასდევდნენ სუშის რატომ ჭამსო”-ამის შესახებ მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს და საკუთარ პოლიტიკურ ღიად აფიქსირებს
“მიგრძვნია, რომ ჩემი პოზიციის გამო დავიბლოკე. პირდაპირ არ უთქვამთ ამის გამო გეუბნებით უარს თანამშრომლობაზეო, მაგრამ რამდენიმე პროექტი არ შედგა. მაგალითად, წლების წინ დამირეკეს თბილისობას თუ წაიყვანთო, იმ მომენტში არ მეცალა და ვუთხარი ცოტა ხანში დამირეკეთ-მეთქი და აღარ დამირეკეს. იმ „სისხლიანი 9 წლის“ მანძილზე ყოველთვე მქონდა 4-5 დაუგეგმავი სამუშაო, 2012 წლის მერე მოიკლო ასეთმა საქმეებმა, რადგან “ოცნების” საწინააღმდეგო ფილმები გავახმოვანე. ის შემოსავალი მე აღარ მაქვს. შესაძლოა, დამთხვევაა, მაგრამ თეატრშიც მხოლოდ ერთ ახალ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ასეთი დამთხვევები არ ხდება.
ლევან წულაძე არის ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, თითქმის ყველა სპექტაკლში ვიყავი მასთან, მაგრამ ფაქტია, 2012 წლის შემდეგ არც ერთ სპექტაკლში არ ვარ. შესაძლოა, ეს მისი შემოქმედებითი ხედვაა.
ერთ-ერთი გადაცემიდან დამირეკეს, სტუმრად მობრძანდით და თან თანაწამყვანი იყავითო, მაგრამ არ შემიძლია, ვიღაცამ ყურში მითხრას, ეგ არ თქვა. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, თუ თავად და მისი ახლობლები კარგად იქნებიან, ქვეყანაც კარგად იქნება. ასევე არის ადამიანების მეორე კატეგორია, ვინც პირიქით ფიქრობს, თუ ქვეყანა კარგად იქნება, თავადაც კარგად იქნება, მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. მიშა სააკაშვილს დასდევდნენ სუშის რატომ ჭამსო, ასფალტი ვჭამოთო? რატომ არ ყვირიან ახლა ნაძვის ხე ვჭამოთო? თუ შადრევანი ფუფუნებაა, 996 ათას ლარად ნაყიდი უშნო ნაძვის ხე არაა ფუფუნება? ეს დასაშვებია, რადგან კალამ თქვა?”, – განუცხადა “ამბებს” ტატიშვილმა.
კომენტარები