2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი შინაგანი ძალა ძალიან გაიზრდება. მიენდეთ წინათგრძნობას – ის არ გიღალატებთ.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
ბიზნესი: ეს დღე ძალიან წარმატებული იქნება საქმიანი მოგზაურობისთვის და მოლაპარაკებების წარმართვისთვის. რაც უფრო უკეთ წარმოაჩენთ თავს, მით მეტი იქნება „ჯილდოც“.
სიყვარული: ვარსკვლავები სახლში გლობალური სამუშაოების ჩატარებას გირჩევენ. გენერალური დასუფთავება ან სულაც მცირე რემონტი. ასიამოვნეთ თქვენი პარტნიორი, ოღონდ სამშენებლო „არომატების“ მიმართ მისი მგრძნობიარობა გაითვალისწინეთ.

კურო

ენერგია გაორმაგებული გექნებათ. ეცადეთ, ის დღის ნათელ პერიოდში დახარჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ დაძინება.
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, თავი შეიკავოთ წამლებისა და ალკოჰოლის მიღებისგან.
ბიზნესი: ხვალ, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი იქნება კოლეგებისგან აღიარების მოპოვება. ეს ის დღეა, როცა თქვენში ამბიციამ უნდა გაიღვიძოს. რაც უფრო მეტ შექებას დაიმსახურებთ, მით უკეთ წავა თქვენი საქმე.
სიყვარული: ხვალპრობლემები უნდა გადაწყვიტოთ! სასურველია, დღის პირველ ნახევარში. აი, ნახავთ – თქვენს საყვარელ ადამიანსაც სწორედ ეს სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ გეუბნებათ.

ტყუპები
ხვალ ბევრ შემოთავაზებას მიიღებთ, რაც, თავის მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, რათა საუკეთესო აირჩიოთ.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს კუჭ-ნაწლავს, კერძოდ, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკას.
ბიზნესი: ხვალ ბევრი საინტერესო სამუშაო გელით, რაც კარგ ანაზღაურებას მოგიტანთ. რთული სიტუაციები მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს შეიძლება წარმოიქმნას, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას საღამოსთვის ნუ გადადებთ.
სიყვარული: მოაწყვეთ „გემრიელობების“ დღესასწაული. შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ კაფეს ესტუმროთ ან სახლშიც მოამზადოთ ერთად.

კირჩხიბი
ხვალ სხვების დახმარება დაგჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, რადგან საქმის გართულების შანსები საკმაოდ მაღალია.
ჯანმრთელობა: ხვალ შეგიძლიათ, თქვენს თავს დართოთ ნება და ცოტაოდენი ცხარე კერძი მიირთვათ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, ბევრი ცხარე მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ბიზნესი: ხვალ თქვენი აზრები უნდა დაალაგოთ. თქვენი ყოველი ნაბიჯი პრაქტიკული და მოტივირებული უნდა იყოს. ასე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ მიზანს. ნუ დაზოგავთ ენერგიას, იმუშავეთ ისე, თითქოს ამისთვის დიდ პრემიას გპირდებოდნენ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი მისწრაფებებისა და პრიორიტეტების გაგება ძალიან გაუჭირდება, რაც არ უნდა მონდომებით უხსნიდეთ მას მათ პლუსებს.

ლომი
ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას ჩაიხედეთ თქვენს საფულეში – ის დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.
ჯანმრთელობა: თქვენი ზოდიაქოს წარმომადგენლებს ხვალ ძველი დაავადებები თავს შეახსენებენ. დროა, მკურნალობა განაახლოთ და ამჯერად ბოლომდე მიიყვანოთ.
ბიზნესი: მხარდაჭერასა და გაგებას არა მხოლოდ თქვენი კოლეგებისგან, უფროსისგანაც იგრძნობთ. ის დაგთანხმდებათ შეხვედრაზე და თავს სრულიად განსხვავებული, სასიამოვნო კუთხით წარმოაჩენს.
სიყვარულიდღეს თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან ერთად დროის გატარება ენდომება ისე, როგორც არასდროს. ეცადეთ, აუსრულოთ მას ეს სურვილი.


ქალწული
ხვალ შეიძლება, აპათიის მსხვერპლი გახდეთ. ამ მისცეთ თავს მოდუნების უფლება, ამით საკუთარ თავში გულგრილობის შემოტევას ადვილად დაძლევთ.
ჯანმრთელობა: მიაქციეთ ყურადღება ფეხებს – მაგალითად, ჩაიტარეთ მასაჟის სეანსი, რათა სისხლის მიმოქცევა გაიუმჯობესოთ.
ბიზნესი: თქვენ სერიოზული ამოცანების წინაშე აღმოჩნდებით, რომელთა გადაწყვეტაც ერთდროულად მოგიწევთ. თუ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას არ ხართ მიჩვეული, დახმარება სთხოვეთ მათ, ვინც საქმეს თქვენზე უკეთ გაუმკლავდება.
სიყვარულიშეყვარებულთან/მეუღლესთან კამათი ხვალ ნამდვილად არ ღირს. თქვენი მთავარი მისიაა – სასიამოვნოდ გააკვირვოთ საყვარელი ადამიანი.


სასწორი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი თავისთავად სასიამოვნოა, თუმცა, თუ ცოტა არ აჩქარდებით, საკითხი გადაუწყვეტელი დარჩება.
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ კუნთების ტონუსის ამაღლებაზე იზრუნებთ, რადგან მჯდომარე ცხოვრების წესი თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას კარგს არაფერს უქადის.
ბიზნესი: ნუ დაუპირისპირდებით ხელმძღვანელობას. უმჯობესია, თქვენი ემოციები და დამოუკიდებელი ხასიათი აკონტროლოთ და ის საქმეში გამოიყენოთ.
სიყვარულიდროა, გამოემშვიდობოთ თქვენს კონსერვატიზმს. ნუ იქნებით მკაცრი, ცოტა მოარბილეთ თქვენი ხასიათი.

მორიელი
გექნებათ ბევრი სხვადასხვა, თუმცა ერთნაირად დიდებული შანსი. ასე რომ, ნუ მოუწყობთ ბედს გამოცდას – გამოიყენეთ შანსები, სანამ დროა.
ჯანმრთელობა: საოჯახო საქმიანობას დღეს ნუ შეეჭიდებით, განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიიღებთ. სხეულის დაზიანება კი ადვილად შეიძლება – შესაძლოა, შემთხვევით თითი გაიჭრათ, ხელი დაიწვათ და ა.შ.
ბიზნესი: მოსალოდნელია პირადი და საქმიანი ცხოვრების გადაკვეთა. ეს არაჩვეულებრივი იქნება – შეიგრძნობთ ემოციურ აღმავლობას.
სიყვარულიხვალ ბევრს შეშურდება თქვენი. იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ ჰარმონიულ წყვილს, რომლებიც ერთმანეთს თქვენსავით უსიტყვოდ უგებენ.

მშვილდოსანი
ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, ნათელი გონებისა და რაციონალური აზროვნების შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა თქვენთვის მარცხით დასრულდება. გადადეთ საქმე, რომლისთვისაც საჭიროა ზუსტი გაანგარიშებები და გადაერთეთ საქმეზე, რომლისთვისაც თქვენი ფანტაზიაა საჭირო.
ჯანმრთელობა: მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებისთვის ძალიან კარგი დღეა, თუ ექიმმა დაგინიშნათ. თუმცა ნუ გამოცდით ახალ კოსმეტიკურ საშუალებებს, მოსალოდნელია ალერგია.
ბიზნესი: მოგინდებათ რაიმე განსაკუთრებულის აღნიშვნა. შესაძლოა, მოახერხოთ კიდეც ამის ორგანიზება, თუ შეძლებთ და რამდენიმე საათით მაინც დაივიწყებთ სამუშაოს.
სიყვარულიდღეს თქვენი საყვარელი ადამიანი არაფერს აგიხსნით. თავად მოგიწევთ რაღაცების გარკვევა. დაიხმარეთ ფანტაზია. მთავარია, რაციონალურობა შეინარჩუნოთ.

თხის რქა
არ ღირს ვინმესთვის მიმართ პრეტენზიის წაყენება. პრეტენზიის უსაფუძვლობას მარტივად დაგიმტკიცებენ და ბოდიშის მოხდა მოგიწევთ.
ჯანმრთელობა: ხვალერიდეთ რესპირაციულ ინფექციებს, რამდენადაც დიდია დაავადების გადადების რისკი.
ბიზნესი: თავი შეიკავეთ სხვების დახმარებისგან. თქვენი საკუთარი პრობლემებიც ბევრი გექნებათ, რისთვის გჭირდებათ ზედმეტი?
სიყვარულიახალი ურთიერთობები ძველისგან პრინციპულად განსხვავებულად უნდა ააწყოთ. თქვენი ყოფილი ხომ არაფრით ჰგავს ახალ სიყვარულს?!

მერწყული
კარგი იქნება, თუ საკუთარი ოცნებების ასახდენად ხვალ მინიმალურად გაისარჯებით.
ჯანმრთელობა: ხვალარ ღირს თავის გადატვირთვა, თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.
ბიზნესი: ნებისმიერი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, თუმცა საქმე იმაზე ბევრი გაქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მიუდექით მას სრული სერიოზულობით.
სიყვარულითუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ვარსკვლავები ბავშვობის გახსენებას გირჩევენ. როგორ გააკეთებთ ამას – თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა გართობა ქუჩაში ჯობია. სახლში გაგიჭირდებათ, დაივიწყოთ, რომ უკვე დიდი ხანია, ბავშვი აღარ ხართ.

თევზები
ხვალ ყველაზე მეტად სასიამოვნო სიახლეების მოსმენა გჭირდებათ. ამბების გაგება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ. მიდით ნებისმიერ ადამიანთან და სთხოვეთ, გიამბოთ რაიმე კარგი.
ჯანმრთელობა: ყურადღებით იყავით დამამშვიდებელი საშუალებების მიღებისას. მოერიდეთ პრეპარატებს, რომლებიც ძილიანობას იწვევს.
ბიზნესი: თუ რაიმე სერიოზულ პრობლემას გადააწყდებით, ეცადეთ, მოძებნოთ გამოცდილი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ.
სიყვარულიწაუკითხეთ საყვარელ ადამიანს რაიმე ლექსი ან პიესა. ანდაც გამოიჩინეთ მისთვის გმირობა – მოკალით დრაკონი ან, ბოლოს და ბოლოს, გარეცხეთ ჭურჭელი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...