საზოგადოება
16 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი
2020-01-15 23:33:06
ვერძი თუ ოცნება გაქვთ, დროა მას ფრთები შეასხათ - ამისათვის შესაფერისი დღეა. მთლიანად შეძლებთ საკუთარი თავის გაკონტროლებას და ვერავინ მოახერხებს თქვენით მანიპულირებას ან თქვენს წონასწორობიდან გამოყვანას. წარმატებული დროა რომანტიკული შეხვედრისა და ბავშვის ჩასახვისათვის.
კურო
დღეს შემოქმედებით აქტივობას იგრძნობთ, რაც ძალიან იმოქმედებს პრფესიულ საქმიანობაზე, კარიერასა და მეგობრებთან ურთიერთობაზე. თუ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებელობებს საქმისათვის მიმართავთ, ეს არაჩვეულებრივ შედეგებს მოგიტანთ. გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ რაღაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი. ამ დღეს პირადი ბედნიერება გელით, შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი.
ტყუპები
კარგი დღეა საუბრისა და ცოდნის მისაღებად. შეაგროვეთ და გაიაზრეთ ინფორმაცია, ააგეთ გეგმები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. არ შეგაშინოთ წარსული პრობლემების დაბრუნებამ. დღეს მარტივად შეძლებთ მათგან გათავისუფლებას და თანაც სამუდამოდ.
კირჩხიბი
შეეცადეთ ამ დღეს ძალიან ნუ მიიტანთ გულთან ჭორებს, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. ნუ დაკავდებით სარისკო საქმით და ნუ მიიღებთ მონაწილეობას ავანტიურებში. ერიდეთ კამათს თანამშრომლებთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ლომი. ამ დღეს შესაძლოა შეხება მოგიხდეთ სიცრუესთან, ილუზიასა და ცრუ იმიდებთან, რასაც ასრულება არ უწერია. შეეცადეთ მხოლოდ ყველაზე გადაუდებელი საქმეებით დაკავდეთ. მოიშორეთ ცუდი აზრები და ერიდეთ ღამით სიარულს. ასევე არ არის სასურველი წვეულებებსა და მეგობრებთან ხმაურიან შეკრებებზე დასწრება. ეს დღე ოჯახურ წრეში გაატარეთ ან უბრალოდ კარგ მუსიკას მოუსმინეთ.
ქალწული
კარგი დღეა სხვადასხვა წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმები სრულად განხორციელებას გპირდებათ. თქვენი სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთან ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. დღეს პაემანი წარმატებული იქნება, სექსი კი თქვენთვის სამკურნალო თვისებებს შეიძენს.
სასწორი
სასწრაფოდ შეუდექით ურთიერთობების მოგვარებას თანამშრომლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ სიტუაციის მართვას და შემდეგში მთელი ენერგია განაწყენებული თანამშრომლების შემორიგებაში დაგეხარჯებათ. არსებობს ინფექციური დაავადების საშიშროება. ფრთხილად იყავით.
მორიელი
დღეს საქმიან სფეროში წარმატება გელით. ამ დღეს წამოწყებული კონტაქტები ძალიან ნაყოფიერი იქნება. შეგიძლიათ ინფორმაციის შეგროვებით დაკავდეთ, რაც დროთა განმავლობაში ძალიან გამოგადგებათ. საღამო მშობლებთან გაატარეთ ფინჯან ჩაიზე.
მშვილდოსანი
კარგი იქნება დილის ფიზიკური ვარჯიშით დაწყება, რაც მთელი დღის სამყოფი ენერგიით შეგავსებთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა საინტერეო ადამიანებთან, ასევე დამაინტრიგებელი წინადადება. საღამოს შესაფერისი დროა რომანტიკული შეხვედრის ან ნიშნობისათვის.
თხის რქა
თქვენ მოგეჩვენებათ, რომ ყველამ თქვენს წინააღმდეგ შეკრა პირი, მაგრამ თუ ემოციების მოთოკვას შეძლებთ, ყელაფერი მაშინვე მოგვარდება. არ ღირს ამ დღეს მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმება, ნუ მოაწერთ ხელს ფასეულ ქაღალდებს. მოსალოდნელია არტერიული წნევის ცვლილება, ან ტკივილი გულის არეში.
მერწყული
სიმართლე იმაზე, თუ რა ხდება თქვენს სულში და რასაც გაურკვეველი მიზეზების გამო თავგამოდებით მალავდით, შეიძლება ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამჟღავნდეს. საუკეთესო სტრატეგია, თქვენის მხრიდან, საყოფაცხოვრებო დამღლელი საქმეებისათვის თავის მიძღვნა იქნება. დაკავდით ოჯახზე ზრუნვით.
თევზები
იყავით თამამი და შეუპოვარი, იბრძოლეთ საკუთარი შეხედულებებისათვის და დაიცავით თქვენი გადაწყვეტილებები. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. ძველების დასრულება კი ძალიან კარგი იქნება. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ შვებულებაში, დროა ის დაგეგმოთ. დღევანდელი დღე ასევე ახალ საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობას გპირდებათ" რაც მომავალში შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.
კომენტარები