საზოგადოება
რუსთავის მერია სოციალურად დაუცველებს დღეში 1,85 ლარად გამოკვებავს
2020-01-15 15:45:44
რუსთავის მერია სოციალურად დაუცველებს დღეში ერთ ლარად და 85 თეთრად გამოკვებავს. ამ თანხაში შედის როგორც ზამთრის, ისე ზაფხულისა და სადღესასწაულო მენიუები.
1 900 ბენეფიციარის გამოსაკვებად რუსთავის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან 31 დეკემბრის პერიოდზე (335 დღეზე) გამოაცხადა. ამ დროის მონაცემებით, ტენდერი დასრულებულია და მასში შპს ალიონი გაიმარჯვებს, რომელიც მერიას მომსახურების შესრულებას ჯამში 1 177 777 ლარად სთავაზობს.
კომენტარები