მსოფლიო
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-01-15 10:26:59
ვერძი
ხვალ ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თითოეული სიმპათიით განეწყობა თქვენ მიმართ. ასე რომ, გაითვალისწინეთ…
ბიზნესი: თუ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევთ და სამყაროს მხოლოდ თქვენი სამუშაოს პრიზმიდან უყურებთ, იცოდეთ, სერიოზულად დააზარალებთ თქვენს ჯანმრთელობას. მიეჩვიეთ სამყაროს მარტივად აღქმას.
ჯანმრთელობა: თუ თავად ვერ ახერხებთ ზუსტად განსაზღვრას, რა გიშლით ხელს, იყოთ ჯანმრთელი და ძლიერი, მიმართეთ დიაგნოსტიკურ საშუალებებს.
სიყვარული: სევდიანი და ნოსტალგიური ხართ. გინდათ, დაბრუნდეთ იქ, სადაც ნათელი ფერები და ბედნიერება იყო, მომავალში კი ასეთ ფერებს ვერ ხედავთ. მაგრამ ნუ ღელავთ! ისინი აუცილებლად გამოჩნდება.
კურო
ხვალ თქვენი ხუმრობები, შესაძლოა, ვინმემ სერიოზულად მიიღოს, ამიტომ ეცადეთ, ნეიტრალურ თემაზე იხუმროთ.
ბიზნესი: პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევისთვის შესაძლოა, თავისუფალი დროის ხარჯვა მოგიწიოთ, რომელიც თქვენ ისედაც ცოტა გაქვთ, მაგრამ ეცადეთ, ძილს დიდი დრო არ მოაკლოთ, რადგან ეს ცუდად აისახება თქვენი სამუშაოს შედეგებზე.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ქოლესტერინს, მით უმეტეს, თუ დიდი ხანია, არ შეგიმოწმებიათ. შესაძლოა, კვების რაციონში რაიმეს შეცვლა მოგიწიოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს შესაძლოა, შესცივდეს – არა სულიერად, არამედ ფიზიკურად. თქვენი დავალებაა, გაათბოთ ის – ჩაეხუტეთ, დაუთმეთ თქვენი ქურთუკი, შესთავაზეთ თბილი სვიტერი… მთავარია, თავად არ გაცივდეთ.
ტყუპები
ხვალ შესაძლოა, ორ ურთიერთსაპირისპირო საწყისს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. კომპრომისული გადაწყვეტა „არც ჩვენი, არც – თქვენი“ შესაძლოა, საუკეთესო აღმოჩნდეს.
ბიზნესი: ეს შესანიშნავი დღეა დასვენებისთვის. ნუთუ არ დაგიმსახურებიათ? ფიქრობთ, სამუშაო არ იცდის? სისულელეა! არ არსებობს სამუშაო, რომლის გადადებაც არ შეიძლება. სცადეთ, ხვალ გამოგივათ.
ჯანმრთელობა: თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ნახევარფაბრიკატებისა და კონსერვანტების მიღებამ. გარდა ამისა, ზედმეტ კილოგრამებსაც ადვილად „შეისრუტავთ“. მიირთვით ვაშლი!
სიყვარული: თუ რაიმეს მიღებას აპირებთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან, ნუ აპელირებთ მის სინდისზე. მაშინაც კი, თუ მას სინდისი საერთოდ არ აქვს. ამ საწყენი სიტყვების მოსმენის შემდეგ აუცილებლად გაიღვიძებს და თავის გაღიზიანებას თქვენზე გადმოაფრქვევს.
კირჩხიბი
თუ ვერ ახერხებთ, დრო მოგზაურობაში გაატაროთ, შეეცადეთ, რამდენიმე საათით მაინც შეიცვალოთ გარემო.
ბიზნესი: დღეს შემოქმედებითად მუშაობა მოგიწევთ მაშინაც კი, თუ თქვენს პროფესიას ეს არ მოეთხოვება. კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ ყველას, რომ შეგიძლიათ, თავი გაართვათ ნებისმიერ დაკისრებულ მოვალეობას.
ჯანმრთელობა: წინასწარი გახურების გარეშე ნუ დაკავდებით სპორტული აქტივობებით, რადგან შესაძლოა, დაიზიანოთ როგორც კუნთები, ასევე სახსრები.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევარი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდით. არც ისეთი მყიფე და ფაქიზია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ რაიმე შეგემთხვევათ, გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ, დაეყრდნოთ. ნამდვილად გაგიმართლათ!
ლომი
მოგიწევთ, პოპულარული ენით აუხსნათ ირგვლივმყოფებს მათთვის სრულიად გაუგებარი საკითხები. თუ ერთი მათგანი მაინც გაიგებს, ჩათვალეთ, რომ გმირი ხართ.
ბიზნესი: ხვალ თუ მოგინდებათ, დღე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად გაატაროთ, შეგიძლიათ, სამუშაო ცოტა ხნით დაივიწყოთ! იყიდეთ ტორტი და ხილი, იზეიმეთ ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ან სულაც გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ მზეზე. ასე აიმაღლებთ განწყობას და იზრუნებთ თქვენს იმუნიტეტზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლო დროს დათრგუნული ხართ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ხვალ ძველ ნაცნობებს შეხვდება, რაც დიდი ხანია, სურდა და მას არ დარჩება დრო თქვენთვის. ეცადეთ, აპატიოთ.
ქალწული
ხვალ „ცხელი“ დღე გელით, თუმცა იცოდეთ, რომ სიტუაციის განვითარება თქვენს მოქმედებებზე არ იქნება დამოკიდებული. ასე რომ, შეგიძლიათ, მაყურებლის როლი მოირგოთ.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ თქვათ უარი თქვენს გეგმებზე. აირჩიეთ ერთი მიმართულება და არ მისცეთ არავის უფლება, არჩეული გზიდან გადაგახვევინონ. ირწმუნეთ თქვენი წარმატების!
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით გაღიზიანებული იქნებით, რამაც შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისწავლეთ სწორად დასვენება და თქვენი სულიერი ძალების აღდგენა.
სიყვარული: სხვა ბედნიერი წყვილების შემყურე, თქვენს ურთიერთობაში სხვადასხვა ნაკლოვანებებს ამჩნევთ. ნაცვლად იმისა, რომ ფაქიზად შეცვალოთ რეალობა, ანგრევთ ყველაფერს ან უმიზეზოდ ღიზიანდებით. დაფიქრდით, იქნებ არ ღირს, თქვენი ურთიერთობა სხვებისას შეადაროთ?
სასწორი
ხვალ განსაკუთრებულად დაგჭირდებათ გარშემომყოფთა ყურადღება, მაგრამ, რატომღაც, თავს არ თვლით სხვების ყურადღების ღირსად. სულ ტყუილად! თქვენ ეს დაიმსახურეთ!
ბიზნესი: ერთფეროვანი სამუშაო დღეს განსაკუთრებულად გღლით. ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე როგორღაც გაიმრავალფეროვნოთ, მაგალითად, მხიარული მუსიკით ან ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებაზე გეგმების დაწყობით… მთავარია, ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს!
ჯანმრთელობა: ხვალ ემოციური აფეთქების საფრთხის წინაშე დგახართ. ამიტომ კარგი იქნებოდა თავის გაკონტროლება და გარშემომყოფთა ნეგატიური ზემოქმედებისაგან თავის დაღწევა. ბალახეული ჩაი ნამდვილად მოგიხდებათ.
სიყვარული: თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი დღეს შემთხვევით გაცნობილ ადამიანებთან გაატარებთ და ეს შეხვედრა გულგრილს არ დაგტოვებთ.
მორიელი
მოერიდეთ უცაბედი გადაწყვეტილებების მიღებას, მით უმეტეს, გაუაზრებელ მოქმედებებს. ვიდრე მთვარე ამ ფაზაშია, თქვენი ცეცხლოვანი სული უფრო მეტ კვამლს წარმოშობს, ვიდრე სითბოს.
ბიზნესი: ეცადეთ, მხოლოდ იმ ადამიანებთან იურთიერთოთ, ვისაც თქვენში საკუთარი ძალებისადმი რწმენისა და ოპტიმიზმის გაღვივება შეუძლია. მოერიდეთ სტრესს, ამან შეიძლება, თქვენი ჯანმრთელობა შეარყიოს. მალე საუკეთესო ფორმაში უნდა იყოთ, რადგან სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხერხემალს ყურადღებას მიაქცევთ, რადგან გამორიცხული არ არის ტკივილი სპორტული ვარჯიშისას, ასევე, სიმძიმის აწევისას.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენ გვერდით ყოფნა ენდომება. ფიქრობს, რომ სანამ ის თქვენ გვერდითაა, არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ.
მშვილდოსანი
სახლში ბევრს ილაპარაკებენ მორალურ-ეთიკურ თემებზე. ამას ვერ გაექცევით, მაგრამ „სიამოვნება“ შეიძლება შეამოკლოთ – არ ეკამათოთ!
ბიზნესი: გამოიჩინეთ ეკონომიურობა. ფულადმა ოპერაციებმა შესაძლოა, სიძნელეები გამოიწვიოს, რაც განსაკუთრებით მათ შეეხებათ, ვინც მარტო თქვენზე კი არა, სხვა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე არიან დამოკიდებული. სჯობს, გადაწყვეტილების მიღება უცხო ხალხს არ მიანდოთ.
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობა ხვალ ნორმაში მხოლოდ იმ პირობით იქნება, თუ სრულფასოვნად გამოიძინებთ.
სიყვარული: ხვალთქვენ მიხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სიახლის ელემენტი გაქრა. ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს თქვენს კავშირზე. ეცადეთ, სიტუაცია გამოასწოროთ. არ შეგეშინდეთ სისულელეების ჩადენის.
თხის რქა
ხვალ თქვენს მოტყუებას შეეცდებიან. მიმდინარე მოვლენებს მეტი ყურადღებით მოეკიდეთ. ნუ დაუშვებთ შეცდომას.
ბიზნესი: შესაძლოა, უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ხვალინდელი დღე პერსპექტიული იქნება.
ჯანმრთელობა: დროა, იმაზე დაფიქრდეთ, რომ ორგანიზმიდან წიდების გამოდენა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. გაიარეთ სპეციალისტებთან ამ საკითხზე კონსულტაცია.
სიყვარული: გილოცავთ! ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით მიდის. ურთიერთობები ისე ვითარდება, როგორც გსურდათ. წინააღმდეგობები, თითქმის არ ჩანს, ასე რომ, თავი შეგიძლიათ დიად სტრატეგად ჩათვალოთ.
მერწყული
დღეს თქვენ ნამდვილი გრძნობების დამალვა გულმოდგინე ღიმილით მოგიწევთ. ყველაფერი, რასაც ამა თუ იმ ადამიანზე ფიქრობთ, შეგიძლიათ, ხმამაღლა მოგვიანებით თქვათ.
ბიზნესი: ყველაზე უსიამოვნო სიახლეებს ახლა გაიგებთ. თუ თქვენ უცხოელი პარტნიორები გყავთ, შეამოწმეთ, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში თქვენს ურთიერთობებში. შესაძლოა, მომწიფებული პრობლემები თავიდანაც აიცილოთ.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ცოტაოდენი დრო მზეზე გაატაროთ. თქვენს ორგანიზმს ახლა განსაკუთრებით ესაჭიროება D ვიტამინი.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან, ძვირფას ან საჭირო ადამიანებთან წარგადგენთ. ეცადეთ, თავი ღირსეულად დაიკავოთ. იყავით ღირებული სამკაული მსოფლიოში საუკეთესო ადამიანისთვის. დაე, სხვებმაც გაიგონ, რომ მასზე უკეთესი არავინაა!
თევზები
დღე გაატარეთ ისე, თითქოს უკანასკნელი დღეა თქვენთვის და დატკბით თითოეული მომენტით. დაივიწყეთ პრაგმატიზმი, თუმცა ნუ იფიქრებთ რაიმე ცუდზე, თქვენ არაფერი დაგემართებათ!
ბიზნესი: ხვალ მნიშვნელოვანი მართვითი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, თუნდაც ეს უფლება თქვენს იურისდიქციაში არ შედიოდეს. ეცადეთ, მას სრული შესაძლო პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. არ არის გამორიცხული, ეს სამსახურში დაწინაურების შანსი იყოს.
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას. იზრუნეთ კანზე, სუნთქვის უმნიშვნელო წყვეტასა და წელის ტკივილზე.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით. შესაძლოა, თქვენთვის არასასიამოვნო სიმართლე შეიტყოთ. ან ფაქტთან შეგუება მოგიწევთ, ან – ახალი სიყვარულის ძიება.
კომენტარები