1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი:"ჩიჩილაკი და გურული “კალანდობა” შევიდეს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბუშვილი, რომელიც „კალანდობის“ დღესასწაულს გურიაში შეხვდა, გამოდის ინიციატივით, რომ ჩიჩილაკი და კალანდობა არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს.

“შეკრებილ მოსახლეობასთან გავაჟღერე ინიციატივა, რომ ჩვენი ჩიჩილაკი და გურული “კალანდობა” შევიდეს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. მივმართავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომ ჩიჩილაკის და “კალანდობის” დღესასწაული მომზადდეს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარსადგენად. გილოცავთ კალანდობას!”- განაცხადა პრეზიდენტმა გურიაში სტუმრობისას.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები