მსოფლიო
"ვისაც უჭირს, ჩემი ხელფასიდან მიდის 500-1000 ლარი მათკენ, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებს რომ საჭმლის ფული არ ჰქონდეთ, ჩემთვის მიუღებელია..თავადაც გამომივლია ეს პერიოდი"
2020-01-13 17:25:42
"სარკე" "მთავარი არხის" დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია გვარამიას ხელფასზეც, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი იწერებოდა.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
– საქართველოს პირობებში ჩვენი, სხვა ადამიანების, ხელფასებთან შედარებით ნამდვილად ლეგენდარულია…
– მე ძალიან ბევრ ადამიანს ვარჩენ – მეგობრებს, ნათესავებს. ვისაც უჭირს, ჩემი ხელფასიდან მოჭრილად პირდაპირ მიდის 500-1000 ლარი მათკენ. ზოგს 1500-საც ვაძლევ. ოჯახის წევრებსაც ვინახავ და ა.შ. ვთვლი, რომ ასეა საჭირო, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებს რომ საჭმლის ფული არ ჰქონდეთ, ჩემთვის მიუღებელია.
თავადაც გამომივლია ეს პერიოდი და არ მინდა, რომ ვინმე ჩემიანმა ასე იცხოვროს. თვითონ არ მთხოვენ, მაგრამ მე ვიცი, ვის სჭირდება. ჩემი ხელფასიდან ავტომატურად ირიცხება გარკვეული თანხები დაახლოებით 10 მიმართულებით. თავს კი არ ვიწონებ, მართლა ასეა და ალბათ ყველა ასე იქცევა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს.
ამის გარდა, ჩემი სამუშაოც არაა მარტივი და საკმაოდ ხარჯიანია. ერთადერთი, რაშიც ჩემთვის შეუზღუდავად ვხარჯავ ფულს, ტანსაცმელია. შოპოჰოლიზმი მაქვს და ეს არის ჩემთვის დიდი თერაპია. ამ ქვეყანაში სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ფაქტობრივად არსად სიარულის უფლება არ მაქვს, არც ბარში ღამით და არც სხვა ადგილას დროის სატარებლად, რადგან 10 მანქანა მაინც დამდევს, რომლებიც ყველაფერს იწერენ და მერე აქვეყნებენ.
ასე რომ, ძალიან შეზღუდული ვარ და არც ეს ხელფასი მაძლევს რაიმე განსაკუთრებულს. ყოველ შემთხვევაში, 7 წელი ამ ხელფასმა ის ვერ მომიტანა, რომ რაიმე სერიოზული ქონება მქონოდა. ჩვენი საკუთარი ავტომანქანაც არ გვყავს. სოფოს მზითევის ფულით უნდა მეყიდა მანქანა და მაშინ მოხდა, რაც მოხდა “რუსთავი 2”-ში, განვადებით ნაყიდი მანქანა უკან დავაბრუნეთ. ახლა ჯარიმა მაქვს გადასახდელი.
ამ ყველაფერთან ერთად კი ჩემი დაჭერაც უნდათ. კი არ ვწუწუნებ, ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90%, მაგრამ ბევრად მეტსაც ვმუშაობ და კვალიფიკაციაც ბევრზე მეტი მაქვს. თავის ქება კი გამომივიდა, მაგრამ ასეა.
სარკე
კომენტარები