2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გახსოვდეთ, რომ ქრისტე ყველასთვის არ აღსდგა და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში"

ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზის, მამა ელიზ­ბა­რი სოციალური ქსელის მეშვეობით გაგზავნილ მილოცვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

“პირადად მე ადრე „ესემესით“ ყველას ვუგზავნიდი სააღდგომო მილოცვას, თუმცა დიდი ხანია, თავი დავანებე, რადგან ხშირი იყო გაუგებრობები. ზოგჯერ ვიღაცის ცოლს არ მოსწონდა, ან ქმარს. იყო რეკვები, ვინ ხარ და რატომ ულოცავ ჩემს მეუღლესო. ხომ არ ვიჩხუბებდი, ვუხსნიდი, თუმცა ზოგი ისეთია, ვერაფერს გააგებინებ, ამიტომ თავი დავანებე. გარდა ამისა, ზოგს ამ დღეს სულაც არ ეზეიმება, შეიძლება ახალი გარდაცვლილი ჰყავდეს ახლობელი, არ უნდა, რომ იზეიმოს და ვერ გაგიგებთ. ზოგს ოჯახის წევრი ჰყავს საზღვარგარეთ და ყოველ მესიჯზე იძაბება, რამე ხომ არ მოხდაო. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, მოერიდოთ ასეთი სახით მილოცვებს, მით უმეტეს, უცნობ ადამიანებთან.

 პირად შეტყობინებებში ხატების, სანთლებისა და მილოცვის ტექსტების გაგზავნა უკვე დიდი ხანია, ძალიან ბევრს აღიზიანებს და ითხოვენ კიდეც, ნუ მიგზავნითო, თუმცა ბევრი მაინც ჯიუტად გზავნის. ასეთ მილოცვაში ცუდი არაფერია, მაგრამ მაინც, ჩემი რჩევა იქნება, მხოლოდ ოჯახის წევრებთან, დასთან, ძმასთან, მშობლებთან ან შვილებთან გაგზავნოთ. გახსოვდეთ, რომ ქრისტე ყველასთვის არ აღსდგა და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. სოციალურ ქსელში კი, გაქვთ თქვენი კედელი და იქ დაწერეთ მილოცვა, ამაზე არავინ შემოგედავებათ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები