მსოფლიო
სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა?
2020-01-13 11:15:44
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.
„როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომენტარები