1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელია: "მალე კიბოს წამალი ექნება კაცობრიობას, მსოფლიოში მფრინავი ტაქსები გამოჩნდება და ჩვენ? ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში გვყავს ოცნების დეპუტატი კარლო კოპალიანი!"

მალე კიბოს წამალი ექნება კაცობრიობას, მსოფლიოში მფრინავი ტაქსები გამოჩნდება და ჩვენ? ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში გვყავს ოცნების დეპუტატი კარლო კოპალიანი! - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. 

"მალე კიბოს წამალი ექნება კაცობრიობას, მსოფლიოში მფრინავი ტაქსები გამოჩნდება, მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და ჩვენ? ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში - ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახალგაზრდებისთვის გვყავს ოცნების დეპუტატი კარლო კოპალიანი!

მთელი მისი სადეპუტატო „მოღვაწეობა“ შემოიფარგლებოდა უცენზურო რეპლიკების სროლითა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით, ოპონენტების ლანძღვითა და საზოგადოების დაცინვით. პარლამენტში იდო ხეპრეობისა და უკულტურობის ეტალონად.

ექვთიმიზებულმა ბიძინამ კი წარსულის ამ გადმონაშთს, ლენინური ეპოქის ნარჩენს ჩააბარა 12 ათასამდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და რაც მთავარია წლიურად 50 მილიონიანი ბიუჯეტი! მის არჩევას მხარი დაუჭირა აკადემიური საბჭოს 34-მა წევრმა! ანუ რეალურად 34 კარლო იქვე გვერდში უზის კარლოს. ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ და კარლო კოპალიანი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ უნივერსიტეტში კანცლერად გაემწესებინათ, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა!

არც ერთი კონკურენტი კანდიდატურას არ მოხსნიდა! არც ერთი თავმოყვარე პროფესორი მას ხმას არ მისცემდა! ამ უნივერსიტეტს სტუდენტური მღელვარების ტალღა გადაუვლიდა და სწორედ ეს თემა, და არა რამე სხვა, იქნებოდა მთავარი თემა მედიისთვის, საერთოდ საზოგადოებისთვის!" - წერს ნიკა მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები