მსოფლიო
ზუგდიდში, სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც 18 მგზავრი იჯდა ამოყირავდა - არიან დაშვებულები
2020-01-10 17:16:13
სოფელ ყულიშკარში მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა და გაზის მილს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ავარიის მიზეზი თვითმხილველების თქმით, დაშვებული საბურავი გახდა.
„საბურავი დაშვებული ჰქონდა. ნელა მოძრაობდა, თორემ შეიძელბოდა სავავალო შედეგი დამდგარიყო. საფრთხე იყო რომ განათების ბოძს დაჯახებოდა“, -ყვებიან თვითმხილველები.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მძიმეა შუახნის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ, ხოლო დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამარშრუტო ტაქსიში სულ 18 მგზავრი იმყოფებოდა.
კომენტარები