2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი  20 თებერვალს საპატიმროს დატოვებს. 

მერაბიშვილს 7 წლიანი პატიმრობის ვადა, სწორედ ამ დღეს ეწურება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები