მსოფლიო
ბაკურიანის საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად, რუსულ ხურდა ფულს იხდიან
2020-01-08 18:25:58
ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად, რუსულ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე რუსული რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება, - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს.
მათი განმარტებით, ე.წ. 25-იანები, რომელზეც მსგავსი შემთხვევა ხდება, მთის კურორტების კურატორობის ქვეშ არ არის.
„ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. „დიდველის“, „მიტარბისა“ და „კოხტას“ საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
კომენტარები