მსოფლიო
„საქართველოში ძალიან მოდაშია ვირის ტვინის, ქათმის ტვინის ჭამა..“ - ინტერვიუ ეგზორცისტთან და ყველაფერი საბედოს პოვნის, საყვარელი ადამიანის დაბრუნების და ჯადოს მოხსნის შესახებ..
2020-01-08 15:54:34
აიდა ვიახირევოს შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცის, ვინაიდან ის წლებია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა დაბრუნებისთანავე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მისი ფენომენალური უნარის შესახებ იქ ლეგენდები წლების წინ შეიქმნა.. ვიახირევომ უამრავ ადამიანს ცხოვრება უკეთესობისკენ და წარმატებისკენ შეუცვალა. ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ და საკუთარ თავზე გამოსცადოთ!
ეგზორციზმით აიდა ვიახირევო, ბავშვობის ასაკიდან არის დაკავებული.
-ქალბატონო აიდა, მოგვიყევით, როდის გააცნობიერეთ პირველად, რომ ზემგრძნობელობა გახასიათებთ და ხილვებიც გაქვთ?
-ზოგადად, რა არის ეგზორციზმი?ეს არის დემონის, ეშმაკის განდევნა ადამიანისგან. ამ რიტუალის დროს გამოიყენება სხვადასხვა სიმბოლოები, ლოცვები.
14 წლის ვიყავი, როდესაც პირველი კომა დამემართა. ბინა დაგვეწვა და არ ვიცი, ცოცხალი როგორ გადავრჩი. პირველი ხილვა სწორედ მაშინ იყო. ჩემი ამ უნარის გამო, მშობლებს რამდენჯერმე მოუწიათ სახლის შეცვლაც, რადგან მეზობლებთან კონფლიქტი მოსდიოდათ. შემეძლო დამეკაკუნებინა რომელიმე მათგანთან და მეთქვა, რომ ხვალ მას ქმარი მოუკვდებოდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეც ხდებოდა..
-თუ გახსოვთ, პირველი ეგზორციზმის რიტუალი როდის ჩაატარეთ?
კი, როგორ არ მახსოვს. ნახალოვკაში ვცხოვრობდით მაშინ, ჩემი მეზობელი ბავშვი, სკოლის მოსწავლე იყო და ძალიან მიყვარდა. ფაქტი იყო, რომ ბოროტი ძალებისგან გათავისუფლება ესაჭიროებოდა, თორემ ეს ბავშვი დაიღუპებოდა. ისე შეიცვალა, რომ ოჯახის წევრებიც კი ვეღარ ცნობდნენ, მოსიყვარულე ბავშვი ყველასთან აგრესიული გახდა. რიტუალის შესრულებისას ვიყავით მე, ორი მამაო და ორი მოლა..
ზოგადად, ეგზორციზმის რიტუალი არის ყველაზე საშინელი..ამ ბავშთან საუკეთესო შედეგი დავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი, რის გამოც ამ მდგომარეობამდე მივიდა უდანაშაულო ბავშვი, იყო ძალიან მძიმე. დედა ცდილობდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა და მამას უკეთებდა ჯადოებს საწოლზე. ეს ყველაფერი კი ბავშვზე გადავიდა
- თქვენს თავს მკითხავს არ ეძახით..
- არა, მე არ ვარ მკითხავი. მე ვმუშაობ სულებთან, თეთრი და შავი მაგიით.. საქართველოს მკითხავები საერთოდ არ ჰყავს. არიან ადამიანები, რომლებიც სხედან კომპიუტერთან, იწერენ რაღაცებს და შემდეგ ხატებთან ჯდომით 500 ლარს ართმევენ ხალხს. ბიზნესად იქცა უკვე ეს. საერთოდ, მინდა იცოდეთ, რომ თეთრი და შავი მაგია ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ეს არის ტყუილი.
- დღეს რას მოიცავს თქვენი სეანსები
- ეს არის კომპლექსური მუშაობა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8 თვეს. გამორიცხულია რომ გაკეთდეს 40 დღეში და ვინც ამას გეტყვით, უკვე იტყუება. ზოგადად, ჯადოს გაკეთება ყოველთვის ფატალურად მთავრდება იმ ადამიანისთვის, ვინც ამას აკეთებს. ის ან ავარიაში იღუპება ან თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.
-როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მოჯადოებულია და როგორ გათავისუფლდეს მისგან?
დღეს ძალიან ხშირია, როდესაც მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, ჩემი ქმარია და მინდა რომ დავიბრუნო, მაშინვე ვხვდები, მატყუებენ თუ არა . მე აუცილებლად ვითხოვ ქორწინების მოწმობას ან სხვა რამე დამადასტურებელს, რომ ნამდვილად ქმრის დაბრუნება უნდა და არა მაგალითად, სხვისი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის მთავარია.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებით გაკითხავენ?
- საქართველოში ძალიან მოდაშია ვირის ტვინის, ქათმის ტვინის ჭამა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დადის ჩემთან, თუმცა მათი ვინაობის გამხელა რა თქმა უნდა არ შეიძლება, ჩემმა კლიენტებმა იციან, რომ მათი ვიზიტი ანონიმურია.
რაც მთავარია, როდესაც ჩემთან მოდიან აუცილებელი პირობაა, რომ ყველა წესი დაიცვან. სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ დავდებ. არ უნდა დალიონ ამ პერიოდში, არ უნდა დაკავდნენ სექსით.. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლიენტს დაურეკავს ჩემთან და უთქვამს: ორალური სექსით რომ დავკავდე შეიძლება?!
ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი, მთავარია სწორად დაიცვათ ყველა წესი. იქნება ეს ბიზნესში წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა თუ ბედის გახსნა..
ქალბატონ აიდასთან ვიზიტზე წინასწარ ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 558 356 635
კომენტარები