საზოგადოება
“ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი”
2020-01-03 18:32:32
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს იხილავს. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და პრაქტიკულად მუშაობა ამიკრძალა.
მთავარი არხის პარალიზება და არასასურველი პირისთვის დროულად ყალბი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა – ესაა ამ ნაძირალა ფსევდომოსამართლის ამოცანა.
უზურპატორი უნდა დავამხოთ და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში, მოსამართლიან პროკურორიანად!"
კომენტარები