საზოგადოება
თბილისი-სტამბოლის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა, არის მსხვერპლი
2019-12-30 14:10:57
თურქეთში, ანკარასთან ახლოს სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი მძიმედ დაშავდა, 21 კი მსუბუქად - ამის შესახებ თურქული მედია წერს. შემთხვევა დღეს მოხდა. დაშავებულებს შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
ავტობუსი თბილისი-ბათუმი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. ტრანსპორტში 31 მგზავრი იმყოფებოდა.
თურქული მედიის ცნობით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებები მომხდარის შესახებ დეტალებს აზუსტებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ საკონსულოები ინფორმირებულები არიან და კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან.
კომენტარები