მსოფლიო
"ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, რავიცი"
2019-12-30 12:00:09
ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, რავიცი - ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუქლაივში განაცხადა.
"ძალიან მაგარია კახი თბილისში. ასეთი სილამაზე, ჩემი აზრით, საამაყოა. არ ვიცი, მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე. გუშინ გამოვიარე პირველის ნახევარზე და გადაჭედილი იყო რუსთაველი. ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, რავიცი. ასეთია, ტრენდული და მართლა გემოვნებიანი. უამრავი ადამიანია და მე მინდა, ასეთი გახარებული იყოთ, მთელი წლის განმავლობაში", - აღნიშნა მდინარაძემ.
კომენტარები