2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შერჩევითობა უნდა დასრულდეს და ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა ბიუჯეტის დავალიანება გადაიხადონ"

როდესაც ზოგიერთი ტელევიზია იხდის გადასახადს, ზოგიერთი არა და ვინც არ იხდის, მას სახელმწიფო პატიობს, ეს არის შერჩევითი ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით შერჩევითი მიდგომა უნდა დასრულდეს.

„ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო  დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები