მსოფლიო
რუსთავში, დედამ 13 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვა
2019-12-26 11:09:45
რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი სახლში დედამ იპოვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
“ინფო რუსთავს” მე-16 სკოლის დირექტორმა, ირინა მელქაძემ განუცხადა, რომ მოსწავლე დღეს საგაკვეთილო პროცესზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი ძებნა დაიწყო.
“მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ტყუპის ცალი ჰყავს და მასთან ერთად სწავლობდა. პრობლემას ადგილი არ ჰქონია, ბავშვი ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, იყო მხიარული, სოციალური, კომუნიკაბელური, ყველა აქტივობაში ჩართული და ძალიან აქტიური საგაკვეთილო პროცესზეც. ყველანაირად ადეკვატური იყო მისი ქმედებები. ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიდა რაც მოხდა. ძალიან გაოცებულები ვართ ამ ფაქტის გამო”, – აცხადებს ირინა მელქაძე.
რა გახდა ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია
კომენტარები