2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია მეორე - თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა, ბატონო პრემიერო, ნამდვილად ისტორიული დღეა

სიონის საკატედრო ტაძარში მიიღო მილოცვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ილია მეორეს დღეს აღსაყდრებიდან 42 წელი შეუსრულდა. ერის სულიერ მოძღვარს დღევანდელი დღე საქართველოს მთავრობის მეთაურებმა ტაძარში მისვლით და სიტყვით გამოსვლით მიულოცეს. ერთ-ერთი პირველი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით დაბნეულობის დროს, გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, და ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა, ჩვენთან არს ღმერთი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები