2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რომის პაპმა ილია მეორეს წერილი გამოუგზავნა

საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

 წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს.

რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა.

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთვის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ ასეთივე სულიერი და ძმური სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი - კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს.

მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტეს“ საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა.

ძვირფასო ძმაო, ჩვენი შეხვედრა და ძმური ამბორი უამრავ ადამიანს შთაგონებით აღავსებდა და დააინტერესებდა იმ სულიერებით, საქართველო რომ ატარებს, იმ ხელოვნებით, კულტურითა და ცივილიზაციით, საქართველომ რომ შექმნა რწმენით აღბეჭდილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რწმენით, მის ხალხში რომ ფესვგადგმულა და, როგორც თავად დავრწმუნდი, უამრავი განსაცდელის დროს ქრისტიანული გმირობით დამოწმებულა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა იქნებოდა, ჩვენს შორის არსებული უშუალო ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით, გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ის ქრისტიანული სიყვარული, უფალში რომ გვაერთიანებს და წარმოგვეჩინა სილამაზე იმ ფასდაუდებელი საუნჯისა, თქვენი ქვეყანა რომ ქმნის, განსაკუთრებით, თქვენი პიროვნების სახით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მსურს კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ გამუდმებით ვილოცებ თქვენთვის, რათა უფალმა, მიუხედავად ასაკობრივი სირთულეებისა, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და აღგავსოთ შინაგანი ძალით, სულიერი ნუგეშითა და სიხარულით. ამ გრძნობებით განმსჭვალული გთხოვთ კვლავაც მიმიჩინოთ ადგილი თქვენს გულში და მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში“, - ნათქვამია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...