მსოფლიო
სამგლოვიარო პროცესია „ოცნების“ ოფისთან
2019-12-24 12:26:36
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით „გაუქმებულია გაუქმებულია“. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით ისინი „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლას ეხმაურებიან.
სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.
კომენტარები