მსოფლიო
ავარია რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე - გარდაცვლილია 2 ადამიანი
2019-12-23 15:03:10
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორივე მათგანი მსუბუქ ავტომობილში იჯდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
http://rustavi2.ge/
კომენტარები