საზოგადოება
“ციხეში, ნაცემები და ნაშიმშილარები არიან, ალბათ 40 კილოთი გამხდარი ორივე…” – ანა დოლიძე მამის შესახებ
2019-12-23 13:40:32
იუსტიციის უმაღღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მაგარი მამა მყავდა მე. ამ სურათში ვალტერ შურღაიასთან ერთად არის გადაღებული, ციხეში, ნაცემები და ნაშიმშილარები არიან. ალბათ 40 კილოთი გამხდარი ორივე. მამას იმ ბრძოლების სჯეროდა, რომელზეც ეუბნებოდნენ წაგებულიაო. რომელიც მართალი აღმოჩნდა ბევრი წლის შემდეგ. დღეს 22 დეკემბერია, კანონიერი ხელისუფლების დამხობის დაწყების დღეა. ხსოვნა იყოს იმ ფასეულობების რისთვისაც იბრძოდა და დაიღუპა ზვიად გამსახურდია და ყველა მისი თანამებრძოლი. ამინ"
კომენტარები