მსოფლიო
ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს
2019-12-23 11:29:18
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე - ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
კომენტარები