საზოგადოება
„თავი მოიკლა თუ ჩამოახრჩვეს?"- ათენში გარდაცვლილი ქართველი გოგონა, 25 წლის მეგი კუპრაძეა
2019-12-20 12:06:31
ათენში გარდაცვლილი ქართველი გოგონა, 25 წლის მეგი კუპრაძეა. ის წარმოშობით ოზურგეთიდან არის. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„თავი მოიკლა ემიგრანტმა საბერძნეთში თუ ჩამოახრჩვეს?. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
საბერძნეთში, ქ. კალიმარში გარდაცვლილი 25 წლის ემიგრანტი ოზურგეთელია.
მისი გარდაცვალების მოტივი უცნობია. გარდაცვლილი საბერძნეთში დედასთან ერთად უკვე კარგა ხანია ცხოვრობს. მას ბერძენი შეყვარებული ჰყავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ოზურგეთში, მამას ესაუბრა. დედა და შეყვარებული კი მას ტელეფონზე ვერ დაუკავშირდნენ. კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. როგორც ის ამბობს გოგონა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და სანახაობამ შეძრა. ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული.
მამაკაცმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და როგორც იწერება, ოფიცრებისთვისაც კი, სურათი განსაკუთრებულად მძიმე იყო“, – წერს შოთო სიხარულიძე.
გარდაცვლილის ფოტოს შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
კომენტარები