2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა. კელი დეგნანი ფიცს სავარაუდოდ იანვარში დადებს, რის შემდეგაც ის ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობას.  

მომავალი ელჩი ამ რანგში უკვე დაიწყებს ოფიციალურ შეხვედრებს ვაშინგტონში, რათა სწრაფად გაიაროს ფორმალური პროცედურები, რომლებიც წინ უნდა უძღვოდეს მის ოფიციალურ ჩამოსვლას საქართველოში.

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები