2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია" - სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ეხმაურება.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, რიში აცხადებს რომ პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია და მმართველ გუნდს მოუწოდებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს", - ამბობს ის.

რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება.

"მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი", - აცხადებს რიში "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები