მსოფლიო
თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს
2019-12-17 13:54:46
თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. მათ მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ. ამ დროისთვის კუხიანიძის კაბინეტის მისაღები თავისუფალია. აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
კომენტარები