მსოფლიო
"საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. ჩვენ გვაქვს კანონიერი, სრული უფლება, ვიმყოფებოდეთ საკრებულოს შენობაში" - ნადირაძე
2019-12-16 13:07:58
საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. ჩვენ გვაქვს კანონიერი, სრული უფლება, ვიმყოფებოდეთ საკრებულოს შენობაში-აცხადებს საკრებულოში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე.
„საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. ჩვენ გვაქვს კანონიერი, სრული უფლება, ვიმყოფებოდეთ საკრებულოს შენობაში, მათ შორის, გვაქვს უფლება, რომ მოქალქეები შევიყვანოთ ამ შენობაში. შევედით, გქვონდა სურვილი, რომ შეგვეყვანა რამდენიმე ადამიანი, თუმცა ძალადობით გამოგვაგდეს საკრებულოდან. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. მთელი მუნიციპალიტეტი - მერია, საკრებულო, საჯარო სამსახურები ჰგონიათ, რომ არის ბიძინას შენობები, ისინი არიან ბიძინას მსახურები. მალე დამთავრდებით ხალხო. ეს არის სირცხვილი, რასაც ესენი აკეთებენ. აბსოლუტურად უკანონობას აქვს ადგილი, რასაც ახლა უყურებთ. არანაირი უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს დეპუტატები არ შეგვიშვან. პოლიციელები ასრულებენ უკანონო დავალებას“, - განაცხადა ნადირაძემ.
ნადირაძე და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად ამ წუთებში კვლავ თბილისის საკრებულოს შენობასთან არიან. ისინი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ თბილისი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე გადადგეს.
კომენტარები