2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა, რის გამოც პლენარული სხდომა გადაიდო

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების გამო რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა.

აღნიშნულის გამო პლენარული სხდომა დღეს აღარ გაგრძელდება. ასევე გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენა იყო დაგეგმილი.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო "მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები