პოლიტიკა
გიორგი კაპანაძე- პოლიციის მუქარიდან რამდენიმე საათში ბავშვი მეცხრე სართულიდან გადახტა და ახლა სიკვდილს ებრძვი
2019-12-13 16:59:33
ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
15 წლის ბავშვს სკოლის კედელზე Fuck you -ს დაწერის გამო პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში აიძულებდა დანაშაულის აღიარებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ძმის და დედისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.
ამ მუქარიდან რამდენიმე საათში ბავშვი მეცხრე სართულიდან გადახტა და ახლა სიკვდილს ებრძვის.
დიღომში მოხდა ეს საზარელი ფაქტი და ზუსტად მიუთითებს იმაზე თუ როგორ საზიზღარ რეჟიმში ვცხოვრობთ.
ადრე, დემურ სტურია გახადეს პოლიციელებმა იძულებული თავი მოეკლა (ფარულ თანამშრომლობას სთხოვდნენ).
წავუყრუეთ...
მერე თბილისის ზღვაზე ზუსტად იგივე პრობლემის გამო ახალგაზრდა კაცმა ჩამოიხრჩო თავი.
ესეც გავატარეთ.
ცოტა ხნის წინ, კაჭრეთში პოლიციელებმა ცემით ამოხადეს სული მამაკაცს.დავივიწყეთ.
შედეგად კი პოლიციის კიდევ ერთი მსხვერპლი - 15 წლის ბავშვის ტრაგედია მივიღეთ...
ხვალ ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ბავშვის ან დემურ სტურუას ადგილას😡
კომენტარები